aგაკვეთილის მთავარი თემა
|
დადიანის ასული და მათხოვარი
|
სწავლების საფეხურები
|
8 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი ერთხელ კიდევ შეგვახსენებს იმ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომ ყველა ადამიანი, როგორც ღვთის დანაბადი არსება თანასწორია. ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც გამოკლება, იგი უფასოა ,ერთია მუდამ ერთი. ადამიანი თავისი ცხოვრებით ზნეობრივ სრულყოფილებას უნდა ესწრაფოდეს, ანუ ვითა მამა ზეცისა იყოს სრული. დგევანდელ დგეს კი აქტუალურია საკითხი იმის შესახებ,რომ ცით მონაბერ სულს გაფრთხილება ჭირდება.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანია:სოციალური ნიშნის მიხედვით არ უნდა დავყოთ ადამიანები,მაწანწალა მათხოვარი ისეთივე ადამიანია,როგორც მაღალი წოდების კაცი. მოსწავლეს ნოველის შესწავლა, დადიანის ასულის მიერ გაუაზრებლად ჩადენილი სიკეთის მაგალითის ჩვენება ერთხელ კიდევ გვჩვენებს,რომ სიკეთე გააზრებულად უნდა გავაკეთოთ.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლემ იცის რა არის სიკეთე, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კეთილი საქმე გააზრებულად უნდა გააკეთო, ის უჩუმრად უნდა ხდებოდეს და ამით არ უნდა მოიწონო თავი. ძვირფასი სამკაულები სულის სამშვენისი არ არის, როგრც ეს დადიანის ასულს ჰგონია, რამეთუ დიდებულია ის ადამიანი,თუკი ის ნამდვილად ადამიანია და თავის არსებობას სულის მშვენიერებაზე ფიქრით ამართლებს და არა მიწიერი ყოფით იწონებს თავს.
ყოველივე ამისათვის საჭიროა ჯგუფი გავააქტიურო და შევახსენო რამდენიმე საკითხი რომელებიც მათ კითხვების საშუალებით მიეწოდებათ: ა) თქვენ როგორ გესმით რა არის სიკეთე? გაგიკეთებიათ თუ არა მადლი, გაიხსენეთ მსგავსი შინაარსის იგავები, რომელიც იცით.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ფურცელი, მარკერი,კომპიუტერი, პროექტორი,პასტა.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
A ფაზა 10 წთ.
ჯგუფს ვყოფ 4 გუნდად, თითოეულ გუნდს ნოველის ირგვლივ აქვს სხვადასხვა დავალება. პირველი გუნდი თუ ვერ გასცემს ტექსტის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხს ეხმარება დანარჩენი გუნდები, რომელიც მე საშუალებას მაძლევს გავიგო როგორ გაიგენ ტექსტის შინაარსი.
გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე გადავდივარ მეორე გუნდთან, რომელსაც დავალებული ქონდა ბიბლიურ წყაროებზე დაყრდნობით შეექმნათ სრულქმნილი ადამიანის სახე, რომელიც თავისი ცხოვრებითა და საქმით ღვთის მიმბაძველი იქნებოდა.
ეს თვისებები ჩამოწერილი იქნა დაფაზე, რადგან ნაწარმოების პერსონაჟებთნ მოვახდინოთ მათი შეპირისპირება და თვალნათლივ დავინახოთ რა განსხვავებაა მიწიერი ყოფით შეპყრობილ ადამიანსა და სულის მშვენიერებაზე მზრუნველ პიროვნებას შორის
შემდეგი ეტაპი არის მესამე გუნდის მიერ წარმოდგენილი მასალის ჩვენება. ეს გახლავთ ნოველის პერსონაჟები: დადიანის უმშვენიერესი ასული და მათხოვარი.
მათი დახასიათება მოხდება ყველა დეტალის მიხედვით რაშიც გვეხმარება პერსონაჟის რუკა.
ამ უკანასკნელის საშუალებით ვგებულობთ განსხვავებას სულიერი და მიწიერი ყოფით დამძიმებულ ადამიანებს შორის. მსჯელობისას იკვეთება, რომ მათხოვარი ღვთის სიტყვის აღმსრუ;ებელია და ხატება და მსგავსებაა მისა, რომლისთვისაც მადლიერების გრძნობის გამოხატვა ყველა ძვირფას სამკაულზე დიდია.
დადიანის ასული კი გახლავთ მიწიერ პატივში მყოფი მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელი რომლისთვისაც მთავარი გართობა და ფუქსავატური ყოფნაა. ღვთით მონაბერი სულს უჭირს იმ ჭურჭელში გაჩერება, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ღვთიურ ყოფას ნაკლებად ემსახურება, ამპარტევნობით შეპყრობილმა ღვთის კაცი სათანადოდ ვერ დააფასა.
მეოთხე გუნდი მუშაობს ტექსტში არსებულ უცხო სიტყვებზე. სიტყვის პირამიდის საშუალებით ტექსტიდან მოძიებული იქნება უცხო სიტყვები, მიეწერება განმარტებები და ასევე მოძიებული ქინება მხატვრული ხერხები.
ნაწარმოების ეს ცალკეული დაყოფა ჯგუფს დაეხმარა საფუძვლიანად გაეაზრებინა ყოველი დეტალი. მოსწავლეებს არ გაძნელებიათ შეჯამება რას ნიშნავს: „ვითა მამა ზეცისა იყო სრული“.
C ფაზა 6 წთ.
ნაწარმოების საფუძვლიანად განხილვამ საშუალება მომცა მოსწავლეებისათვის საშინაო დავალებად მიმეცა მსჯელობის ტიპის საკითხი. კერძოდ, იმსჯელეთ მათხოვრის პიროვნულ თვისებებზე ნოველის მიხედვით.
ბოლოს ვახდენ შეფასებას.
|
пятница, 14 октября 2016 г.
დადიანის ასული და მათხოვარი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий